понедельник, 13 декабря 2010 г.

პრეზენტაცია

გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის გეგმა





გაკვეთილის  მთავარი თემა
გაზეთი
სწავლების საფეხური
დაწყებითი, VI კლასი


მოსწავლეთა პროფილი
9 მოსწავლე, მათ შორის არცერთი არ არის განსაკუთრებული საჭიროების მქონე.


გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
წერილობითი პრესის აღმოჩენა, გაცნობა



გაკვეთილის მიზნები და შედეგები

შეძლებენ შეადარონ სხვადასხვა ტიპის ჟურნალ გაზეთები და დაჯგუფონ გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით.
შეძლებენ დროის მართვას და ჯგუფში მუშაობას
შეძლებენ სხვისი აზრის გათვალისწინებას
შეძლებენ ინფორმაციის მოპოვებას კონკრეტულ საკითხზე
შეძლებენ არჩევანის გაკეთებას ახსნას და დასაბუთებას
შეძლებენ ჯგუფის წინაშე საკუთარი აზრის გამოხატვას
შეძლებენ მოხსენების (პრეზენტაციის) გაკეთებას
წინასწარი ცოდნა

საბაზისო ცოდნა ინფორმაციული ტექნოლოგიებისa და ფრანგული ენის


შეფასების საგანი და პროცედურები


დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას იქნება (ზეპირი პრეზენტაცია, მსჯელობა, წერითი სამუშაო).
გამოვიყენებ განმავითარებელ შეფასებას.
მოსწავლეთა წარმატებას დავადგენ წერილობითი სამუშაოს შედეგების მიხედვით (იხ. შეფასების რუბრიკა).




სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

სხვადასხვა ტიპის ჟურნალ-გაზეთები, თაბახის ფურცლები .

ამ  თემაზე მუშაობისას ვაკეთებ საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება: კერძოდ,  ვიყენებთ პროექტორს, კომპიუტერულ პროგრამა PowerPoint  და Publisher.



გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
  1. წინარე ცოდნის გამოვლენა და თემისადმი ინტერესის გაღვიძება.
გონებრივი იერიში:  რა არის პრესა? თქვენ რომელ ჟურნალ-გაზეთებს კითხულობთ?       3 წთ.
  1. ჯგუფური მუშაობა: ჟურნალ გაზეთების კლასიფიკაცია მათ მიერ მოფიქრებული ნიშნების, კრიტერიუმების  მიხედვით. 15 წთ
  2. ნამუშევრების პრეზენტაცია და კრიტერიუმების შეჯამება 6 წთ
  3. ჟურნალსა და გაზეთს შორის განსხვავებების გამოვლენა 10 წთ
  4.  შეჯამება, წერითი სამუშაო: ტექსტში გამოტოვებული ადგილები სეავსეთ საჭირო სიტყვებით. 10 წთ